კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასმა, 2021 წლის შემდეგ, პირველად 50 000 დოლარს მიაღწია

Reuters-ის ცნობით, 2021 წლის შემდეგ პირველად ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 დოლარს მიაღწია.

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა 2024 წელს 16.3%-ით გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, დღეს პირველად მიაღწია.

ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი "შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიტკოინის გაცვლით სავაჭრო ფონდებში (Bitcoin spot EFTs) კაპიტალის მზარდ შემოდინებას". - თქვა საინვესტიციო ფირმის Fineqia International-ის ანალიტიკოსმა, მატეო გრეკომ.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ბიტკოინის პირველი გაცვლითი ფონდები 2024 წლის იანვარში დაამტკიცა.

კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 3 ტრილიონ დოლარს 2021 წელს გადააჭარბა, რა დროსაც, ასევე, რეკორდულად გაიზარდა ბიტკოინისა [$68 500] და ეთერიუმის [$4 800] ფასებიც.

კომენტარები