Ryanair

თურნავა: იმედია, Ryanair-ი როგორ იმედიანადაც უყურებდა ჩვენს ბაზარს, ასევე გააგრძელებს

თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით და რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად, Wizzair-ი მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ მაგ დროს ჩვენ გვექნება უკვე ბოლო სტადიაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც, ესეც მნიშვნელოვანია.

Ryanair-თანაც ასევე გვაქვს საკმაოდ კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება კვლავაც საქართველოში ფრენა, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. ასევე, Ryanair-საც აქვს საკუთარი სირთულეები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიას. აქედან გამომდინარე, თავად გადაწყვეტენ, როდის აღადგენენ ფრენებს საკუთარი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ Ryanair-ი აღადგენს ფრენებს...

...ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც პანდემიამდე იმედიანად უყურებდა Ryanair-ი ჩვენს ბაზარს, ასევე იმედიანად გააგრძელებს...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. ავიაკომპანია Ryanair-მა ტაბულას დაუდასტურა, რომ 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. ავიაკომპანიის განცხადებით, მიზეზი "კომერციულია".

კომენტარები