ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი, რომელიც იაფი რეისებით არის ცნობილი, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში, მუშაობას წყვეტს და აეროპორტიდან საკუთარ თვითმფრინავებს გაიყვანს.
ბერლინიდან და ბერლინის მიმართულებით ავიაკომპანიის ფრენები 50%-ით შემცირდება. კომპანიაში გადაწყვეტილების მიზეზად მაღალი გადასახადები და ხარჯები დაასახელეს.
შვიდ თვითმფრინავს, რომლებიც აქამდე ბერლინის აეროპორტში იყო გაჩერებული, გადაიყვანენ სხვა ევროპული ქვეყნების: შვედეთის, სლოვაკეთის, ალბანეთისა და იტალიის აეროპორტებში, სადაც მუშაობა ნაკლებად ხარჯიანი იქნება.
Ryanair-ი ბერლინში მუშაობას 24 ოქტომბერს შეაჩერებს. ავიაკომპანია მაღალი გადასახადებისა და ხარჯების გამო გერმანიას დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა.





