კორონავირუსი და შეზღუდვები

რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე და ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური  ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
  • გაიხსნება  ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე  და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას,  ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით  და სხვადასხვა პროგრამით.


1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები