კორონავირუსი საქართველოში

15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდებიან

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან ქვეყანაში კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედდებიან. გახარიას თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას. 

"15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას ". – თქვა გახარიამ.

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აღადგენს. 15 თებერვლიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლები გაიხსნება.


4 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის – 4.41%.  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა.

ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან წაიკითხეთ – აქ

კომენტარები