კორონავირუსი საქართველოში

ბაზრობები სრულად 8 თებერვლიდან გაიხსნება

pia.ge

8 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით ბაზრობები სრულად გაიხსნება, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისივე თქმით, 8 თებერვლიდან საქართველოში სრულად აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში შეძლებენ ფუნქციონირებას. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც სწავლა საკლასო ოთახებში, ასევე, 15 თებერვლიდან აღდგება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 16 605 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის – 4.41%.

4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები