ეს ყველაფერი არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტაბილური. ვფიქრობთ, რომ ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს მაისშიც. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, თუ ჩვენ შევინარჩუნეთ მსგავსი ეპიდსიტუაცია მაისის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შემდგომ იქნება საუბარი სხვა შემსუბუქებებზეც.
კორონავირუსი და შეზღუდვები
გამყრელიძე: თუ მაისში ასეთი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, სხვა შემსუბუქებებზეც იქნება საუბარი
tbl.ge/5zkr
დაკოპირდა

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეიდან, 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. ასევე, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე
- რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება – სრულად
- კვების ობიექტებში და სოციალურ ღონისძიებებზე სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება
- ე.წ. დისტაციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს – საკოორდინაციო საბჭო
- 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
- უცხოელები საქართველოში შემოსვლას PCR-ით შეძლებენ – ქართველთათვის მცირდება იზოლაციის ვადა