[შეზღუდვების შემსუბუქება] ზრდის ჩვენს პასუხიმგებლობას. არა მარტო მოქალაქეების არამედ ბიზნესის, კონკრეტული ბიზნესის და ორგანიზაციების. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობისა იმისა, რომ, მაგალითად, როდესაც პირბადის წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური ვიდრე პირბადე, დისტანცია, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია, ვერ მოიგონა, ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეს წესები, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ინტერესშია.
კორონავირუსი და შეზღუდვები
გახარია: პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე, ჯარიმა გაორმაგდება
tbl.ge/5emo
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. ახალი გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდებიან. 15 თებერვლიდან სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.
ამავე თემაზე
- გამყრელიძე: თუ მაისში ასეთი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, სხვა შემსუბუქებებზეც იქნება საუბარი
- რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება – სრულად
- კვების ობიექტებში და სოციალურ ღონისძიებებზე სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება
- ე.წ. დისტაციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს – საკოორდინაციო საბჭო
- 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება