მერლინ მენსონი

ევან რეიჩელ ვუდი მერლინ მენსონს ძალადობაში ადანაშაულებს

მერლინ მენსონი / ევან რეიჩელ ვუდი

სერიალ Westworld-ში მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა Instagram-ზე დაწერა, რომ მომღერალი მერლინ მენსონი მასზე ძალადობდა. ევან რეიჩელ ვუდი წლების განმავლობაში აქტივისტი იყო და ხშირად საუბრობდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის პრობლემებზე. ის ამბობდა, რომ მსგავსი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა პარტნიორის მხრიდან, თუმცა ამ დრომდე მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია.

"ჩემზე მოძალადის სახელი ბრაიან უორნერია, მსოფლიოსთვის ასევე ცნობილი, როგორც მერლინ მენსონი. მან თვალი ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს დამადგა და წლების განმავლობაში საშინლად ძალადობდა. ის ტვინს მირეცხავდა და მანიპულაციის მეშვეობით მაიძულებდა, დავმორჩილებოდი.

აღარ ვაპირებ შურისძიების, ცილისწამების ან შანტაჟის  შიშით ცხოვრებას. აქ ვარ, რათა გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი და დავასახელო ის ინდუსტრიები, რომლებიც ამის საშუალებას აძლევდნენ, სანამ ის სხვებსაც დაუნგრევს ცხოვრებას. მე ვდგავარ იმ მსხვერპლების გვერდით, რომლებიც დუმილს აღარ აპირებენ". – დაწერა მან.

ევან რეიჩელ ვუდის განცხადების შემდეგ მენსონი ძალადობაში კიდევ 4-მა ადამიანმა დაადანაშაულა: ეშლი უოლტერსმა, სარა მაკნილიმ, ეშლი ლინდსი მორგანმა და გაბრიელამ. ისინი წერენ სხეულის დაზიანებებზე, რომლებიც მათ მომღერალმა მიაყენა და ძალადობის შედეგად განვითარებულ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასა და შფოთზე.

მერლინ მენსონის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებები წარსულშიც წაუყენებიათ, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაამართლეს.

კომენტარები