ქართული კინო

დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისის" ტრეილერი გამოვიდა

დეა კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, "დასაწყისის" ტრეილერი გამოვიდა.

ფილმი ქართულ-ფრანგული ერთობლივი წარმოებაა, რომელმაც ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსიდან მოიპოვა დაფინანსება. სცენარი კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს ეკუთვნით. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. გადაღებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.

გასულ წელს სურათმა ტორონტოს კინოფესტივალის ჟურნალისტების ასოციაციის ჯილდო მიიღო. მოგვიანებით კი სან-სებასტიანის ტრიუმფატორი გახდა, როდესაც საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, სცენარისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა. "დასაწყისი" 2020 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

ფილმის ჩვენება როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება.

 

კომენტარები