არმი ჰამერი

არმი ჰამერის ყოფილი მეგობარი ქალის თქმით, მსახიობმა სხეულზე ასო "A" ამოაჭრა

Befunky

ჰოლივუდის მსახიობის, არმი ჰამერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, მოთხილამურემ და მოდელმა, პეიჯ ლორენცმა განვლილი ურთიერთობის შოკისმომგვრელ დეტალებზე ილაპარაკა.

"ბოქვენის არეში საკუთარი სახელის პირველი ასო დანით ამოტვიფრა. თავისი გაგებით დაღი დამასვა, მითხრა, რომ მეგობრებთან მოყვებოდა ამ ამბავს. ჩვენი დაშორების მიზეზი მისი მორიგი ახირება გახდა. მას უნდოდა ქვედა ნეკნები ქირურგიული გზით ამომეჭრა, შემდეგ ნეკნების შებოლვასა და შეჭმას აპირებდა. უარი ვუთხარი და ურთიერთობა დავასრულეთ". – ამბობს Daily Mail-თან ინტერვიუში ლორენცი.

ჰამერი ახლო წარსულში პრესის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სოციალური ქსელის უცნობმა მომხმარებელმა ძალადობასა და კანიბალიზმში დაადანაშაულა. მოგვიანებით მსახიობის სადო-მაზოხისტური გადახრების შესახებ რამდენიმე ყოფილმა მეგობარმა ქალმაც ილაპარაკა. თავად მსახიობმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა, თუმცა მომავალ კინოპროექტში თამაშზე უარი თქვა. მისი თქმით, გადაღებებზე 4 თვით წასვლა, როდესაც მისი ოჯახი ყვითელი პრესის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, არასწორი საქციელია.

პეიჯ ლორენცის სხეულზე ამოტვიფრული ასო "A"

 

კომენტარები