არმი ჰამერი

არმი ჰამერს ჰოლივუდის უმსხვილესმა სააგენტომ კონტრაქტი შეუწყვიტა

Variety

არმი ჰამერს ჰოლივუდის უმსხვილესმა სააგენტომ, WME კონტრაქტი გაუწყვიტა. მსახიობთან ურთიერთობის დასრულების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა გამოცემა Hollywood Reporter-ის აზრით, სოციალურ ქსელებში მომხდარ სკანდალს უკავშირდება.

რამდენიმე კვირის წინ Instagram-ის უცნობმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსახიობთან მიმოწერა, რომელშიც ჰამერი ამბობს, რომ "100%-ით კანიბალია". მიმოწერის გავრცელების შემდეგ მსახიობი ძალადობასა და კანიბალიზმში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. მთავარი ბრალმდებელი იყო მისი ყოფილი მეგობარი ქალი პეიჯ ლორენცი. მისი თქმით, ჰამერმა სხეულზე ასო "A" ამოაჭრა, ასევე ქალს ნეკნების ქირურგიული გზით ამოღებას სთხოვდა, რათა შემდეგ ამოჭრილი ნეკნები შეებოლა და შეეჭამა, როგორც მოდელი და მოთხილამურე ლორენცი ამბობს, წყვილის დაშორების მიზეზი ნეკნების ამოჭრაზე უარი გახდა. 

მსახიობს სკანდალის გამო ორ მსხვილ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია. ჰამერი ბრალდებებს უარყოფს. ამ ეტაპზე არცერთ მბრალმდებელს სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია.

კომენტარები