არმი ჰამერი

არმი ჰამერის ცოლი: ჩაგვრისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს მხარს ვუჭერ

The Indian Express

არმი ჰამერის ცოლი ელიზაბეტ ჩემბერსი სოციალურ ქსელებში ქმრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პირველად გამოეხმაურა. 

2020 წლის ივნისიდან ჰამერი და ჩემბერსი განცალკევებით ცხოვრობენ. 13 წლიანი ურთიერთობიდან ისინი 10 წელია, ქორწინებაში იმყოფებიან და ორი შვილი ჰყავთ.

"მომხდარის გასააზრებლად რამდენიმე კვირა დამჭირდა. შოკირებული, გულგატეხილი და გამოფიტული ვარ. ტკივილის მიუხედავად ვაგრძელებ ამ დელიკატური საკითხის შესწავლას. ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი რამ არ ვიცი. ჩაგვრისა და ძალადობის ყველას მსხვერპლს მხარს ვუჭერ და ასევე, თითოეულ მსხვერპლს ვთხოვ, დახმარებას მიმართოს. დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე მეტ დროს ჩვენს შვილებსა და სამსახურს ვუთმობ". – წერს Instagram-ზე ჩემბერსი.

რამდენიმე კვირის წინ Instagram-ის უცნობმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსახიობთან მიმოწერა, რომელშიც ჰამერი ამბობს, რომ "100%-ით კანიბალია". მიმოწერის გავრცელების შემდეგ მსახიობი ძალადობასა და კანიბალიზმში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. მთავარი ბრალმდებელი იყო მისი ყოფილი მეგობარი ქალი პეიჯ ლორენცი. მისი თქმით, ჰამერმა სხეულზე ასო "A" ამოაჭრა, ასევე ქალს ნეკნების ქირურგიული გზით ამოღებას სთხოვდა, რათა შემდეგ ამოჭრილი ნეკნები შეებოლა და შეეჭამა., როგორც მოდელი და მოთხილამურე ლორენცი ამბობს, წყვილის დაშორების მიზეზი ნეკნების ამოჭრაზე უარი გახდა.

მსახიობს სკანდალის გამო ორ მსხვილ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია. ჰამერი ბრალდებებს უარყოფს.

 

კომენტარები