არმი ჰამერი

არმი ჰამერმა კიდევ ერთი პროექტი დატოვა

Variety

გამოცემა Variety-ის ცნობით, მსახიობი არმი ჰამერი, პროექტ "Offer"-იდან მოიხსნა. 

ოფიციალური წასვლის მიზეზი არ ხმაურდება, თუმცა, გამოცემის აზრით, მსახიობის პროექტიდან მოხსნა ახლო წარსულში სოციალურ ქსელებში მომხდარ სკანდალს უკავშირდება. 

რამდენიმე კვირის წინ Instagram-ის უცნობმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსახიობთან მიმოწერა, რომელშიც ჰამერი ამბობს, რომ "100%-ით კანიბალია". მიმოწერის გავრცელების შემდეგ მსახიობი ძალადობასა და კანიბალიზმში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. მთავარი ბრალმდებელი იყო მისი ყოფილი მეგობარი ქალი პეიჯ ლორენცი. მისი თქმით, ჰამერმა სხეულზე ასო "A" ამოაჭრა, ასევე ქალს ნეკნების ქირურგიული გზით ამოღებას სთხოვდა, რათა შემდეგ ამოჭრილი ნეკნები შეებოლა და შეეჭმა., როგორც მოდელი და მოთხილამურე ლორენცი ამბობს, წყვილის დაშორების მიზეზი გახდა ნეკნების ამოჭრაზე უარი.

ეს რიგით მეორე პროექტია, რომელიც მსახიობმა დატოვა, პირველი იყო რომანტიკული კომედია "Shotgun Wedding". 

"Offer" მომავალი მინისერიალია, რომელიც ლეგენდარული ფილმის "ნათლიას" გადაღებებს ეძღვნება. ჰამერს პროდიუსერი ალბერტ რადი უნდა ეთამაშა, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლასთან და მარიო პიუზოსთან ერთად "ნათლიას" სულისჩამდგმელი იყო. როლის გამო მსახიობმა სხვა სერიალში როლზე თქვა უარი.

 

კომენტარები