NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 74%-ისთვის NATO-ს წევრობა მისაღებია, ევროკავშირის წევრობა – 80%-ისთვის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 80%-ის აზრით, მათთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 12%-მა არ იცის, ხოლო 8% წინააღმდეგია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% თვლის, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მათთვის მისაღებია, 16%-მა არ იცის, ხოლო 9%-ისთვის მიუღებელია.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები