2021 წელს გარდაცვლილები

ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

Live.ge

49 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ყოფილ სპორტსმენს გულის პრობლემები ჰქონდა, 2020 წლის დეკემბერში მან მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. 

ხახალეიშვილი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე მოიპოვა. არის მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის და 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი და ბრინჯაოს მფლობელი. 

2003 წელს მიიღო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, 2018 წელს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. 

კომენტარები