რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ზაზა გახელაძემ დაკავებიდან 2 თვის თავზე ოჯახისთვის პირველი წერილის გაგზავნა მოახერხა. ზაზა გახელაძე ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს და წერილიც ოჯახს თავად ჩაუტანეს.
"როგორ ხართ, ირმა? ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე. ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მოკითხვა ყველას, მე ჯერ ვერ მომირჩა [ფეხი], მალე მორჩება, ალბათ. გავივლი ღმერთის წყალობით. ყველაფერი კარგად იქნება.
ანანო, მიყვარხარ.
მარია, მიყვარხარ.
ირმას". – წერია წერილში.
ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 26 ივლისს ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



