NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

პროტესტის მესამე დღე ბელარუსში, დაკავებულთა რიცხვი 5000-მდე გაიზარდა [ფოტოები]

ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2020 - 14:43
tbl.ge/4zul
დაკოპირდა
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA
Сергей Гапон / AFP / Scanpix / LETA
Reuters / Scanpix / LETA
Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA
Татьяна Зенкович / EPA / Scanpix / LETA
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA
Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA
Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA

გუშინ მინსკი დემონსტრაციების მესამე დღემ ჩაიარა. აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო.

9 და 10 აგვისტოს აქციასთან შედარებით დემონსტრანტების რიცხვი შემცირებული იყო, თუმცა აქტიური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის წევრებს შორის გაგრძელდა. სამართალდამცავებმა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ალყაში მოაქცია და ჩაკეტა მინსკის ცენტრალური უბნები სადაც დემონსტრაციების პირველ დღეებში, განსაკუთრებულად, დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლეს.

10 აგვისტოს ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მას ხელში “გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა. 11 აგვისტოს დემონსტრანტის დაღუპვის ადგილზე აქციის წევრებმა ყვავილები მიიტანს. ისინი პოლიციამ დაარბია.

გაიზარდა დაშავებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვი. 9 და 10 აგვისტოს მონაცემებით, ბელარუსის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში 5000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-მდე აღწევს.

ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს დაესხნენ BBC-ს, Associated Press-ის, Onliner-ის Tut.by-ის, Наша Нива-ს, Белсат-ის და КП-Беларусь-ის ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოდო და ვიდეო მასალით.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვისკენ, შეკრებისგან თავის შეკავებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ და ევროკავშირი. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გადახედავდა ბელარუსთან ურთიერთობებს და მიიღებდა შესაბამის ზომებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დაგმეს ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ბელარუსიბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდემონსტრაციები ბელარუსშიაქციები ბელარუსშიპროტესტი ბელარუსშიმინსკი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2020 - 22:29ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
  • სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2020 - 23:11კუბამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა
  • ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2020 - 11:58ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, საბჭოს მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა
  • სამშაბათი, 18 აგვისტო, 2020 - 11:55კანადა და ირლანდია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს
  • ორშაბათი, 17 აგვისტო, 2020 - 23:20კანდელაკი: ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს რეგიონზეც უზარმაზარი გავლენა ექნება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕