ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

კუბამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა

კუბა აღიარებს ბელარუსის საპრეზიდენტო შედეგებს და მხარს უჭერს ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. ამის შესახებ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგეს პარილიამ განაცხადა.

"კუბა ადასტურებს მხარდაჭერას ბელარუსის კანონიერი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ და კატეგორიულად გმობს უცხოურ ჩარევას ამ მოძმე ქვეყნის საშინაო საქმეებში". – წერია მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა, ადგილობრივი ცესკოს ინფორმაციით, ლუკაშენკომ არჩევნების პირველივე ტურში ხმათა 80%-ით გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შედეგები არ ცნო დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა.

არჩევნების შედეგები არ აღიარა ევროკავშირმა, ხოლო ლატვიამ, ესტონეთმა და ლიტვამ აკრძალა 30 ბელარუსი ჩინოვნიკის შემოსვლა მათი ქვეყნების ტერიტორიაზე. ბალტიისპირა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც. 

აკრძალვის მიზეზი არჩევნების ფალსიფიკაცია და დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევა გახდა. 

კომენტარები