ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6 000-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალ კორონავირუსს 5 971 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 476 658 ადამიანს დაუდასტურდა.

გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსი 8 985 პირს დაუდგინდა, ხოლო 112 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 230 688 პირი, თუმცა ქვეყანაში 240 ათასამდე აქტიური შემთხვევა კვლავ რჩება, აქედან კი 3 000-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთი 15 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენას აპირებს.


ფოტო: themoscowtimes.com

კომენტარები