ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა აღირიცხა

The Moscow Times

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსით 119 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით გამოწვეული ამდენი ფატალური შემთხვევა არ აღრიცხულა. ჯამში, ქვეყანაში უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 2537 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში COVID 19-ით დაინფიცირების 9200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 1400-ით ნაკლებია.

მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 272 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. რუსეთზე მეტი შემთხვევა მხოლოდ აშშ-შია გამოვლენილი.

გამოჯანრმთელებულთა რიცხვი რუსეთში 63 ათასს აჭარბებს. ამის პარალელურად, მოსკოვში, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, დაიწყო უფასო ტესტირებები ანტისხეულებზე. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის ქალაქში დღეში 200 ათასი ასეთი ტესტი ჩატარდება.

კომენტარები