ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები 260 ათასს გადასცდა

15 მაისისთვის რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული რაოდენობა 260 ათასს გადასცდა.

აშშ-ის შემდეგ რუსეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორეა.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 600-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა და ამ დროისთვის, რუსეთში 262 843 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილთა რაოდენობა 2 418 აღწევს, აქედან 113 ბოლო 24 საათზე მოდის.

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 58 ათასს აჭარბებს.

ვირუსის გავრცელების პარალელურად მოსკოვში დაიწყო უფასო ტესტირებები ანტისხეულებზე. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის ქალაქში დღეში 200 ათასი ასეთი ტესტი ჩატარდება.

კომენტარები