აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილო კორეის უზენაესი ლიდერის, კიმ ჩენ ინის, საჯარო გამოჩენას გამოეხმაურა.

"მე, ჩემი მხრივ, მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა", - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე და გააზიარა ფოტოები, სადაც ჩრდილო კორეის უზენაესი ლიდერის საჯარო გამოჩენაა აღბეჭდილი.

[social_embed=%3Cblockquote%20class%3D%22twitter-tweet%22%3E%3Cp%20lang%3D%22en%22%20dir%3D%22ltr%22%3EI%2C%20for%20one%2C%20am%20glad%20to%20see%20he%20is%20back%2C%20and%20well!%20%3Ca%20href%3D%22https%3A%2F%2Ft.co%2FmIWVeRMnOJ%22%3Ehttps%3A%2F%2Ft.co%2FmIWVeRMnOJ%3C%2Fa%3E%3C%2Fp%3E%26mdash%3B%20Donald%20J.%20Trump%20(%40realDonaldTrump)%20%3Ca%20href%3D%22https%3A%2F%2Ftwitter.com%2FrealDonaldTrump%2Fstatus%2F1256696015702425601%3Fref_src%3Dtwsrc%255Etfw%22%3EMay%202%2C%202020%3C%2Fa%3E%3C%2Fblockquote%3E%20%3Cscript%20async%20src%3D%22https%3A%2F%2Fplatform.twitter.com%2Fwidgets.js%22%20charset%3D%22utf-8%22%3E%3C%2Fscript%3E]

კიმ ჩენ ინი საჯაროდ 20 დღის განმავლობაში არ ჩნდებოდა. ამ დროის მანძილზე გავრცელდა ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

ჩრდილო კორეული პროპაგანდული მედიის ინფორმაციით, 1 მაისს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა სასუქის ქარხანა გახსნა, სადაც დამსწრეები მას "აპლოდისმენტებით შეხვდნენ".

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები 15 აპრილის შემდეგ გავრცელდა, როცა ის ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მსგავსი ცერემონია მას არასოდეს გამოუტოვებია. 

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ამბობდა, რომ კიმ ჩენ ინი საჯარო და საზეიმო ღონისძიებებს, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირების შიშით არ ესწრებოდა.

კომენტარები