პურის ფასი

დავითაშვილი: პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, ამის წინაპირობა არ არსებობს

მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომაროება გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა.

გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

კომენტარები