NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰომოფობია

ილიაუნი და საქართველოს უნივერსიტეტი მათი ლექტორის ჰომოფობიური პოსტებით დაინტერესდებიან

პარასკევი, 14 თებერვალი, 2020 - 19:53
facebook.com/nino.okrostsvaridze
tbl.ge/4g16
დაკოპირდა

აღმოსავლეთმცოდნე ნინო ოქროსცვარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს წერს.

ის ამჟამად ორ უნივერსიტეტში ასწავლის - ილიაუნისა და საქართველოს უნივერსიტეტში. ამის შესახებ მითითებულია როგორც მის პირად ფეისბუქ გვერდზე, ასევე, ორივე უნივერსიტეტის საიტზე.

ნინო ოქროსცვარიძემ დღეს, 14 იანვარს, ერთ-ერთი მაღაზიის ფეისბუქ გვერდისგან ვალენტინობის დღესასწაულის აღსანიშნავი ფოტოები გააზიარა, რომელთა შორის ჰომოსექსუალი წყვილებიც იყვნენ. ორი უნივერსიტეტის ლექტორმა დაწერა, რომ "ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას" სახეში ტენიან.

"აი თქვენი ბრენდის დედაც რა:)) რა სახეში გვტენით ამ ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას:) პედიკიც მყავს მეგობრები და ლესბოსელები, მაგრამ არ მირტყავენ ცხვირში ყოველწამს თავის ორიენტაცისს.. დავიღალეთ ნუ... ტანსაცმელი ლოშვნის გარეშე არ გამოდის თუ?:)) ასეთი ხიხო და ბანძი საზოგადოება ჩვენში რომ არის, ტყუილია რა....", - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].

მას შემდეგ, რაც მის კომენტარებსა და პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნინო ოქროსცვარიძემ ფეისბუქზე ახალი პოსტი დაწერა:

"დიდი ობსტრუქცია მომიწყეს ლესბოსელ/ პედიკებმა:))) “ეიჩემის” პოსტთან დაკავშირებით:)) პლიუს უნის რექტორი მონიშნეს-ეს ადამიანი ჩვენს უფლებებს ლახავსო:)))
პ.ს. საქართველოს უნის რექტორიც მონიშნეთ არ დაგავიწყდეთ:))!"
, - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].

გარდა ამისა, ნინო ოქროსცვარიძეს აქვს ქსენოფობიური და არმენოფობიური პოსტებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ პოსტებში ლექტორი მხარს უჭერს ლევან აკინის ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" და წერს, რომ რეჟისორი "ცნობილი თურქეთელი ქართველის შალვა თევზაძის შვილია". 

"სამწუხაროა, რომ მას ჩვენს საელჩოში შვედეთში საერთოდ არ იცნობენ, არც დიასპორის დღეებზე ეპატიჟებიან საქართველოში, მაშინ, როცა ბევრი არაფრისმაქნისი "ჩვენებური" ჩამოჰყავთ და ჩინმედლებს ურიგებენ..ეხლა მის შვილს, ლევან აქინს მიახტნენ ჩვენი უსაქმური "პატრიოტი", "მორწმუნე" საზოგადოება....უარესის ღირსი ვართ, ხომ გინდოდათ მეჯღანუაშვილების საქართველო, ხოდა აჰა ინებეთ...", - წერს ლექტორი.

ტაბულა დაუკავშირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს. ილიაუნიში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის დისციპლინარული საბჭო მოკვლევას დაიწყებს.

რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, აქ გვითხრეს, რომ მათი ლექტორის ჰომოფობიური პოსტის შესახებ ჩვენგან გაიგეს და საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან. უნივერსიტეტის იურისტი, ოთარ გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ ჰომოფობია მათთვის მიუღებელია და მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

"პირველ რიგში, ვნახავთ და რა თქმა უნდა, რეაქცია გვექნება. ასეთი მიდგომა ჩვენი უნივერსიტეტისთვის მიუღებელია. დისციპლინარული კომისია გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ სანქციას ვერ გეტყვით, რადგან კოლეგიალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მსუბუქი სანქცია ზეპირი გაფრთხილებაა, ხოლო მაქსიმალური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა", - ამბობს გამყრელიძე ტაბულასთან.

ჰომოფობიანინო ოქროსცვარიძეილიაუნიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტილგბტქ უფლებებილგბტ უფლებებიოთარ გამყრელიძე

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 21 ოქტომბერი, 2022 - 22:26სომხეთში ორმა ახალგაზრდა კაცმა ჰომოფობიის გამო თავი მოიკლა – Tbilisi Pride
  • შაბათი, 24 აპრილი, 2021 - 12:40შსს: ერთ ლესბოსელ წყვილს ბინის მეპატრონე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა
  • პარასკევი, 23 აპრილი, 2021 - 13:27ბოლქვაძე: ლესბოსელ წყვილზე მოძალადე სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
  • ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021 - 23:49Tbilisi Pride: ლესბოსელ წყვილს მეზობელი თავს ჰომოფობიურ ნიადაგზე, ბავშვის თვალწინ დაესხა
  • ორშაბათი, 4 ნოემბერი, 2019 - 23:03ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:38

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:19

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 19:53

პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
3სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
4ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
5მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში