ჰომოფობია

შსს: ერთ ლესბოსელ წყვილს ბინის მეპატრონე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

ტაბულა

გუშინ, 23 აპრილს, კიდევ ერთ ლესბოსელს წყვილს დაესხა თავს სახლის მეპატრონე. ერთ-ერთი გოგო ნაცემია. შემთხვევა ვაკეში გამთენიისას მოხდა.

ტაბულას იფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით და გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. 

Tbilisi pride-ის წევრის, ანა სუბელიანის თქმით, ერთ-ერთი დაზარალებული გონების დაკარგვამდე სცემეს.

"გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია (მეორე ყელში დაუჭრია-მეთქი მეწერა. არ აღმოჩნდა ეგ მართალი, არასწორად მოვიდა ეგ ინფო, საბედნიეროდ). გაგიჟებული ვარ, ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები 

აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან. წინა დღეს რომ გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი, მაგიტომ მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებლით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება. ნორმალური საზოგადოება გადაწვავდა პოლიციის შენობებს ასეთ რამეზე, მოვტყან ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი, თავს ვერ ვიცავთ უკვე ვერაფრით!"- წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში


მეორე შემთხვევა 20 აპრილის საღამოს მოხდა, როდესაც ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა მათივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმისთვის სამართალდამცავებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა).

კომენტარები