ჰომოფობია

ბოლქვაძე: ლესბოსელ წყვილზე მოძალადე სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნინო ბოლქვაძის ცნობით, ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბოლქვაძე წერს, რომ მოძალადე და მისი მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. 

"ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მოძალადე და მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ". – წერს ბოლქვაძე.

ტაბულა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას საქალაქო სასამართლოში ცდილობს. 

ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევა 20 აპრილს, მათივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმისთვის სამართალდამცავებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა).

კომენტარები