რუსეთი

რუსეთში მშობლებმა 7 თვის ჩვილი ყინვაში ღამით აივანზე დატოვეს - ბავშვი დაიღუპა

BBC.co.uk

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, 7 თვის ბავშვი ხუთი საათის განმავლობაში -7 გრადუს ცელსიუს ყინვაში აივანზე დატოვეს, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა.

ლოკალური მედიის ცნობით, მშობლებმა ბავშვის აივანზე დაძინება სუფთა ჰაერის გამო გადაწყვიტეს.

დადგენილია, რომ ხაბაროვსკის მხარეში ხშირად არის ბავშვების დაზიანებების და ხანდახან მათი გარდაცვალებების შემთხვევები, მშობლების დაუდევარი და უყურადღებო ქცევების გამო.

7 თვის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ხაბაროვსკის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა ხალხს მოუწოდა, რომ არ დატოვონ ბავშვები გარეთ ზედამხედველის გარეშე.

"ყოველთვის იცოდეთ, სად და ვისთან ერთად არის თქვენი შვილი. არ დატოვოთ უყურადღებოდ ბავშვი, რომელიც ხიფათშია - ქუჩაში დაკარგული ან დაშავებული ბავშვი ზამთარში, შესაძლოა ძალიან მალე გახდეს დაბალი ტემპერატურის მსხვერპლი", - თქვა მან.

კომენტარები