საპატრიარქო

მამა ანდრია: პატრიარქი სჯულისკანონზე მაღლა ვერ დადგება

სამართლიანობა იქნება ის, რომ მღვდელმთავრები მოითხოვენ ამ კაზუსის გამოსწორებას, ეს იყო კანონდარღვევა [ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განყენება]. ჩვენ თუ დარღვევებს ასე ჩვეულებრივად შევხედავთ და ვითომც არაფერი, კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება - ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, მთლიანად დაირღვევა, სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება. ჩვენთვის ქრისტე არის ყველაზე მაღლა. ვიღაცისთვის, შეიძლება, პატრიარქი იყოს და ჰყავდეს, არ არის პრობლემა. ჩვენ ამისკენ კი არ მივილტვით - ვის უყვარს და ვის არ უყვარს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის, რომ მოციქულთა, საეკლესიო, მთლიანად სული არ შეიბღალოს და შეილახოს. ჩვენთვის პრიორიტეტი არის უფლის კანონები და სწორედ ამ კანონების დაცვისკენ მოვუწოდებთ მათ.

თქვა მღვდელომონაზონმა ანდრია სარიამ გადაცემაში "რეაქცია". ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს.

კომენტარები