საპატრიარქო

მეუფე სტეფანე უგონოდ იპოვეს საკუთარ კელიაში, ახლა კლინიკაშია – მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ცნობით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში გონდაკარგული იპოვეს. 

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიტროპოლიტი სასწრაფო დახმარების კატასტროფის მანქანით უკვე გადაყვანილია თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ გამოიწვია. 

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსპიკერს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, თუმცა, მან არ გვიპასუხა. 

მოგვიანებით Facebook-ანგარიშზე, სახელწოდებით სალხინო-წაჩხურუს მრევლი გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე კლინიკაში წევს, თუმცა, ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. 

კომენტარები