NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
Facebook

FACEBOOK-ი "ომის ოთახს" არჩევნების დეზინფორმაციისგან დასაცავად ქმნის

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2018 - 16:09
euvsdisinfo.eu
tbl.ge/35ec
დაკოპირდა
Jason Henry / The New York Times
Jason Henry / The New York Times

Facebook-ი "ომის ოთახს" სოციალურ ქსელში არჩვნების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისგან დასაცავად ქმნის.

ამ ინიციატივაზე კომპანიის 300-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ ომის ოთახში 20 ადამიანი იქნება, რომელთა ფუნქცია იმ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ყალბი ნიუსების მონიტორინგი, და ყალბი ექაუნთების წაშლა იქნება, რომლებიც აშშ-ში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

ჯგუფი სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას გამოიყენებს, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე არჩვენების დროს Facebook-ზე უჩვეულო აქტივობების გამოსავლენად.

მონაცემებისა და უსაფრთხოების ექსპერტები შემდგომ დაკვირვებით შეისწავლიან საეჭვო აქტივობებსა და ის პოსტები, რომლებიც საარჩევნო პროცესისთვის დამაზიანებლად ჩაითვლება - წაიშლება.

სამიდ ჩაკრაბარტიმ, ახალი ჯგუფის უფროსმა, ომის ოთახი აღწერა, როგორც Facebook-ის "ყველაზე დიდი რეორიენტაცია სამუშაო მაგიდიდან მობილურ ტელეფონებზე გადასვლის შემდეგ".

Facebook-ი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როდესაც რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში ტროლების საშუალებით განიზრახა საარჩევნო პროპაგანდის წარმოება და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა. Facebook-ისთვის მორიგი სკანდალი New York Times-ის, Channel 4-ის და The Guardian-ის ერთობლივი გამოძიება იყო, როდესაც დადგინდა, რომ Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.

ახლა, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე 7 კვირით ადრე, Facebook-ი დიდი ზეწოლის ქვეშაა, რომ აღარ დაუშვას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოციალურ ქსელში უცხოური მანიპულაციების გავრცელების განმეორება და დაარწმუნოს მსოფლიო, რომ მზად არის აღკვეთოს ამგვარი ქმედებები.

Facebookომის ოთახიდეზინფორმაციადეზინფორმაციასთან ბრძოლა

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 2022 - 10:51Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო, მილიონობით ადამიანი გამომწერებს კარგავს
  • პარასკევი, 4 თებერვალი, 2022 - 11:40ისტორიაში პირველად: FACEBOOK-ის მომხმარებლები შემცირდა, კომპანიის აქციების ფასი ეცემა 
  • პარასკევი, 28 იანვარი, 2022 - 11:37FACEBOOK-ში დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში ადრესატი შეტყობინებას მიიღებს 
  • ოთხშაბათი, 3 ნოემბერი, 2021 - 15:41FACEBOOK-ი სახის ამოცნობის სისტემას თიშავს
  • პარასკევი, 29 ოქტომბერი, 2021 - 14:45რა არის მეტავერსი და რის შექმნას ცდილობს FACEBOOK-ი? 

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕