Facebook

FACEBOOK-ში დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში ადრესატი შეტყობინებას მიიღებს 

Facebook-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის ცნობით, Messenger-ში დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის, ანუ ფოტოს გადაღების შემთხვევაში, ადრესატი ამის შესახებ სპეციალურ შეტყობინებას მიიღებს

აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ვრცელდება სტანდარტულ მიმოწერაზე, რომელსაც Facebook-ის მომხმარებლების უმეტესობა იყენებს და ის მხოლოდ დაშიფრულ საიდუმლო მიმოწერებს [Secret Conversation] შეეხება.  

გარდა ამისა, დაშიფრულ მიმოწერებს რეაქციებისა და GIF-ების გამოყენების ფუნქციაც დაემატა, რაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. Messenger-ის ახალი ფუნქცია ზაკერბერგმა საკუთარ მეუღლესთან მიმოწერის გამოქვეყნებით წარადგინა.

კომენტარები