ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობებიდან უცებ ქრებიან, ისე, რომ ქართველ საზოგადოებას ღირსადაც არავინ თვლის, რომ აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს, რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა, დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას. მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც არც ქართული საზოგადოებისთვის არის მისაღები და არც გასაგებია საერთაშორისო საზოგადოებისთვის
tbl.ge/30f5
დაკოპირდა

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ზურაბ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ, საზოგადოებამ მკაფიო ახსნა-განმარტება უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე
- პოლიციის აკადემიის რექტორად თამაზაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი სახოკია დაინიშნა
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
- ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
- აჟიოტაჟია იმიტომ, რომ იციან რა წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში - კირცხალია მდინარაძეზე




