აშშ

აშშ-ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ვეტერანთა სახლში 3 ადამიანი მოკლა

Getty Images

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ვეტერანთა სახლში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი მძევალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

მძევლების გათავისუფლებას პოლიცია რამდენიმე საათის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა.

სამივე მოკლული ქალია. ისინი დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ.

შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა ცნობილია. ის 36 წლის ალბერტ ვონგია, რომელმაც დაწესებულების სარეაბილიტაციო პროგრამა ორი კვირის წინ დატოვა.

კალიფორნიის ვეტერანთა სახლი, რომელიც სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსგავს დაწესებულებებს შორის. იქ ათასი ვეტერანი გადის რეაბილიტაციას, რომლებიც აშშ-ის არმიაში მსახურობდნენ.

კომენტარები