Facebook-ის განცხადებით რუსმა აგენტებმა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე სოციალურ ქსელში აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით 80,000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელებიც ჯამში 126 მილიონმა ამერიკელმა ნახა.
Twitter-მა საკუთარ ქსელში 2,752 მსგავს შემთხვევას მიაგნო.
Google-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებული 4,700$-იანი სარეკლამო კამპანიის შემთხვევა გამოავლინეს.
Facebook-ის, Twitter-ის და Google-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელები მიმდინარე კვირაში რუსეთის მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კონგრესის კომიტეტის წინაშე წარდგებიან.
რუსეთის მთაავრობა არჩევნებზე გავლენის მცდელობის ბრალდებას უარყოფს.