აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დიდი ლუზერი უწოდა და მოუწოდა მას კვლავ დაუპირისპირდეს ტრამპს და 2020 წლის არჩევნებში იყაროს კენჭი.
"თაღლითი ჰილარი კლინტორნი ყველა დროის ყველაზე ცუდი (და დიდი) ლუზერია. მას უბრალოდ არ შეუძლია გაჩერდეს, რაც ძალიან კარგია რესპუბლიკური პარტიისათვის. ჰილარი, განაგრძე ცხოვრება და კიდევ სცადე სამ წელიწადში!" დაწერა ტრამპმა.
მისი ეს კომენტარი ჰილარი კლინტორნის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არჩევნებში რუსული ჩარევა იყო.