გუშინ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერს, პოლ მანაფორტს და მის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს, რიკ გეითსს ფულის გათეთრების, საიდუმლო უცხოური ლობირების, უკრაინის ყოფილი პრო-რუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობის, აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების, საზღვარგარეთ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვის და უგამომძიებლების მოტყუების, ჯამში 12 ბრალი წაუყენეს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მანაფორტისათვის წაყენებული ბრალდებები ძირითადად მის ტრამპის კამპანიამდე მოღვაწეობას შეეხება და ის ბრალს არ აღიარებს.
გარდა ამისა, ჯორჯ პაპადოპოლუსმა, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იყო აღიარა, რომ ტრამპის კამპანიაში მუშაობის პერიოდში კონტაქტი ჰქონდა რუს პროფესორთან, რომელიც მას ჰილარი კლინტონისათვის საზიანო ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა.
პაპადოპოლუსის აღიარება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირების გამოძიების ცენტრში მოექცა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის თქმით პაპადოპოლუსი მოხალისე იყო და საარჩევნო კამპანიაში შეზღუდული როლი ჰქონდა.