არჩევნები 2017

იმამკულიევი: მარნეულში სპეცრაზმის საჭიროება არ არის, მიზანი ამომრჩევლის დაშინებაა

აჰმედ იმამყულიევი
ტაბულა

ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი მარნეულის ცენტრში სპეცრაზმის ყოფნაზე კომენტარს აკეთებს. იმამკულიევი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმის საჭიროება არ არის და ერთადერთი მიზანი, რის გამოც ისინი ქალაქში შემოიყვანეს, მოსახლეობის დაშინებაა. 

"რაც შეეხება კონკრეტულად ამ სპეცრაზმს - მისი გამოყენების საჭიროება არ არის, რადგან ისე, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები იმისთვის, რომ სპეცრაზმის ჩარევა გახდეს საჭირო. მე ვფიქრობ, რომ სპეცრაზმი დაშინების მიზნითაა მოყვანილი, მოსახლეობას აჩვენონ, რომ აქ არის სპეცრაზმი. 2016 წელს, როგორც ტერორისტები ისე დააკავეს ის ახალგაზრდები და ზუსტად ის შიში ანუ 1 წლის შიში კიდევ უნდათ, რომ დათესონ. მე ვფიქრობ, რომ მათ უკვე გაიგეს, რომ ქართულმა ოცნებამ მარნეულის მუნიციპალიტეტში დღევანდელი არჩევნები და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ კიდევ ერთხელ იყოს ხელოვნური დაპირისპირება აქ,"- აცხადებს იმამკულიევი. 

ქალაქში სპეცრაზმი პირველად დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 15:20 საათზე გამოჩნდა. ტაბულაზე სულ მალე გამოქვეყნდება ვიდეო. 

კომენტარები