ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში ყველა უბნის ოქმები დათვალა.
მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართა.
5 მათგანში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა, ოზურგეთში კი გამარჯვება მცირე სხვაობით დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ მოიპოვა.
საბოლოო შედეგები ასეთია:
- ქუთაისი - ქართული ოცნება, გიორგი ჭიღვარია - 87,55%; ენმ, გრიგოლ ვაშაძე - 12,45.
- ყაზბეგი - ქართული ოცნება, ალექსანდრე ზაგაშვილი - 68,65%, ბლოკი კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე - სანდრო ჟამარაული - 31,35%;
- ხაშური - ქართული ოცნება, გიორგი გურასპაშვილი - 61,31%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 38,69%;
- ბორჯომი - ქართული ოცნება, ლევან ლიპარტია - 55,22%, პატრიოტთა ალიანსი, ზაზა ჩაჩანიძე - 44,78%;
- ოზურგეთი, ქართული ოცნება, ბეგლარ სიორიძე - 49,89%, კოტე შარაშენიძე - 50,11%;
- მარტვილი - ქართული ოცნება, ალექსანდრე გრიგალავა - 93,04%, ენმ, მამუკა დანელია - 6,69%.