არჩევნები 2017

ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%

pia,ge

არ დავუშვებთ გაყალბებას - ამ შეძახილებით ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

აქციაში თავად შარაშენიძეც მონაწილეობს, რომელიც ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მათი მოთხოვნა ხმების ობიექტურად დათვლაა. 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ოქმებს ამ დრომდე ითვლიან. 

ცესკოს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროს 62 უბნიდან 47 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომელთა მიხედვითაც ქართული ოცნების წევრი, ბეგლარ სიორიძე ლიდერობს 50,52%-ით. 

დამოუკიდებელ კანდიდატს, კოტე შარაშენიძეს კი მხარს ამომრჩეველთა 49,48% უჭერს.

თავდაპირველად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში შარაშენიძე ლიდერობდა.  

კოტე შარაძენიძე თავადაც იყო ქართული ოცნების წევრი, ასევე, ის ამ დრომდე ოზურგეთის გამგებელიც იყო. 


ფოტო: ცესკო

 

კომენტარები