ქართული ოცნება ოზურგეთის სოფელ ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ამ უბანზეა დამოკიდებული, ვინ გახდება ოზურგეთის მერი.
პარტიის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღორჯუმელიძემ განაცხადა, რომ ამ უბანზე უხეში დარღვევები მოხდა, კერძოდ, იქ არაუფლებამოსილი პირები შეიჭრნენ.
59-ე უბნის ოქმის მიხედვით, გამარჯვებული სწორედ შარაშენიძეა. ხმები ასეა გადანაწილებული:
ქართული ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 280 ხმა.
დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე - 394 ხმა.
ოქმი დამკვირვებელმა გამოაქვეყნა, ცესკოს საიტზე ეს მონაცემები შეტანილი არ არის.
ფოტო: Dato Lagidze
ეს ნიშნავს, რომ ცესკოს ახლა 62-დან 61 უბნის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. ხმები ასე ნაწილდება:
ბეგლარ სიორიძე - 50,05% - 16 947 ხმა.
კოტე შარაშენიძე - 49,95% - 16 912 ხმა.
თუ 59-ე უბნის ხმები ჩაითვლება, ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე გახდება.
ფოტო: ცესკო