არჩევნები 2017

ცესკო: 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.71%-ია

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.71%-ია, რაც რაოდენობრივად არის 1262809 ადამიანი.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 53.4%, ხოლო ყველაზე მცირე შიდა ქართლში - 31.5%.

რაც შეეხება თბილისს, ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 34.7% იყო.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 35.64% იყო.

"საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან, თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია", - აცხადებენ ცესკოში.

კომენტარები