NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰომოფობია

"ასეთი პოლიციის სისტემა გვყავს" - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბერიანიძე ნაცემია

პარასკევი, 25 აგვისტო, 2017 - 16:08
tbl.ge/2gvh
დაკოპირდა
Facebook/ Levan Berianidze
Facebook/ Levan Berianidze
Facebook/ Levan Berianidze
Facebook/ Levan Berianidze
Facebook/ Levan Berianidze

თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე Facebook-ზე სხეულის დაზიანებების ფოტოებს აქვეყნებს და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი თორნიკე კუსიანი გუშინ გვიან ღამით ბათუმში დააკავეს. 

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებიან, რომ ისინი გუშინ გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვება, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძე ადვოკატს უყვვება, რომ პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძის თქმითვე, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. ბათუმის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ღოღობერიძის თქმით, პოლიციელებმა მათ "გაშიშვლება, ჩახდა და წაკუზვა" მოსთხოვეს. 

მისი თქმით, იგივე განმეორდა მაშინაც, როცა სამედიცინო დახმარება ითხოვეს. თანასწორობის მოძრაობის დირექტორი ადვოკატს უყვება, რომ ექთანმა მათი დაზიანებები ბლანკზე არასრულად აღნიშნა და მხოლოდ "ნაკაწრებად" მოიხსენია. 

ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაზარალებულების ბრალდებებზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. შსს კი აღნიშნავს, რომ ისინი პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

ბერიანიძე და კუსიანი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ხელწერილით გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 26 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან ბერიანიძეჰომოფობიათანასწორობის მოძრაობაშსს

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 21 ოქტომბერი, 2022 - 22:26სომხეთში ორმა ახალგაზრდა კაცმა ჰომოფობიის გამო თავი მოიკლა – Tbilisi Pride
  • შაბათი, 24 აპრილი, 2021 - 12:40შსს: ერთ ლესბოსელ წყვილს ბინის მეპატრონე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა
  • პარასკევი, 23 აპრილი, 2021 - 13:27ბოლქვაძე: ლესბოსელ წყვილზე მოძალადე სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
  • ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021 - 23:49Tbilisi Pride: ლესბოსელ წყვილს მეზობელი თავს ჰომოფობიურ ნიადაგზე, ბავშვის თვალწინ დაესხა
  • პარასკევი, 14 თებერვალი, 2020 - 19:53ილიაუნი და საქართველოს უნივერსიტეტი მათი ლექტორის ჰომოფობიური პოსტებით დაინტერესდებიან

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕