ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, გამოკითხულთა 39% პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. 16%-ისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ხოლო 10%-ისთვის პარტიის პოზიცია - ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
მათი უმეტესობისთვის, ვინც წავიდა არჩევნებზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე შემდეგმა ფაქტორებმა:
- ნდობა პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ - მნიშვნელოვანი (77%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 8%, უმნიშვნელო - 12%.
- პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები - მნიშვნელოვანი (74%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 10%, უმნიშვნელო - 16%.
- პარტიის წარსული საქმიანობა - მნიშვნელოვანი (73%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 10%, უმნიშვნელო - 16%.
- ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (48), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (15%), უმნიშვნელო - 34%.
- პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი - მნიშვნელოვანი (43%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 17%, უმნიშვნელო - 35%.
ამასთან, NDI-სთან საუბარში, არჩევნებზე მისულ რესპონდენტთა (77%) უმრავლესობა (62%) ამბობს, რომ გადაწყვეტილება - ვისთვის მიეცა ხმა, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +-1.8%.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



