ზეწოლა ინსტიტუციებზე

სუბარი პაპუაშვილზე: სააკაშვილის გვერდით აკეთოს, რა განცხადებაც უნდა

როდესაც ისეთი სერიოზული თანამდებობის პირი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, აკეთებს განცხადებას, რომ დანაშაულის შემცველი ნიშნები არსებობს, მან უნდა მისცეს ჩვენება, მან უნდა მისცეს შესაბამისი მასალები პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოს. სხვანაირი რამ არ მოუგონია ქვეყანაზე არავის და თუ მას უნდა პოლიტიკური განცხადებების კეთება, ამისთვის ასპარეზი ექნება რამდენიმე თვეში. მოითმინოს რამდენიმე თვე და დარწმუნებული ვარ, ვიხილავთ ნაციონალური მოძრაობის რიგებში სააკაშვილის გვერდით და აკეთოს რა განცხადებაც უნდა ის.

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე.

კომენტარები