ზეწოლა ინსტიტუციებზე

პატარაია: კალაძეს ჭორიკანა კაცები თუ არ უნახავს, საკუთარ გუნდს გადახედოს

სამწუხაროა, როდესაც ვიცეპრემიერი თავს ესხმის პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტებს და ცდილობს მათ დაკნინებას. მეორე, რაც ასევე შემაშფოთებელია, არის ის ფორმა, რომელიც მან შეარჩია ამის გასაკეთებლად. იმისათვის, რომ მას დაემცირებინა მარგველაშვილი და პაპუაშვილი, მათ უწოდა არა მარტო ჭორიკნები, არმედ ისინი შეადარა ქალბატონ ჭორიკნებს. ბუნებრივია, ეს შეურაცხმყოფელია ქალებისათვის, მოსახლეობისა და ამომრჩევლების უმეტესობისათვის და თუ კახა კალაძეს არ უნახავს ჭორიკანა კაცები, მაშინ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს გადახედოს.

ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ვიცეპრემიერ კახი კალაძის განცხადებაზე, რომელშიც მან ინსტიტუციებზე ზეწოლის შესახებ მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებები ჭორაობას შეადარა. "მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ", - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები