ზეწოლა ინსტიტუციებზე

რატიანი: პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ოჯახზე ზეწოლაა

Sergo Ratiani/Fb.com

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძარობის წევრმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მთავრობისა და უმარვლესობის წარმომადგენლების კომენტარებს არაადეკვატური და სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე არის ზეწოლა.

"პრეზიდენტის განცხადება იყო საგანგაშო ჩვენი საზოგადოებისთვის და მართლაც სკანდალური. ამასთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური განცხადებები ჰქონდათ მთავრობისა და უმრავლესობის წევრებს, იყო სამარცხვინო განცხადებები. პროკურატურის განცხადება რეალურად ადასტურებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი ოჯახის წვერებზე არის ზეწოლა", - თქვა სერგო რატიანმა.

ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

კომენტარები