ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს ყველაზე კარგად საქართველოს უსაფრთხოებას, გამოკითხულთა, 23% NATO-ს ასახელებს, თანაბარი 13-13% ევროკავშირსა და რუსეთს, ხოლო არ იცის 32%-მა.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობათა დასახლებაში გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში უპირატესობას რუსეთს ანიჭებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას აზერბაიჯანი დაიცავს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





