რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავა

Emmanuel Macron / X

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 ივნისს განაცხადა, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა მიმდინარე კვირაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში მაკრონმა აღნიშნა, რომ ხომალდ "Deliver-ის" დაკავება მაშინ მოხდა, როცა გემი სიცილიის სანაპიროსთან "საზღვაო კანონების დარღვევით" მიცურავდა.

პოსტთან ერთად მაკრონმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც გემის ბორტზე სამხედროების გადასხმის კადრები ჩანს:

უკრაინული დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მიხედვით, "Deliver" კამერუნის დროშით მცურავი ხომალდია, რომელიც 2024 წლიდან მოყოლებული რუსული ნავთობის ექსპორტშია ჩართული და ძირითადად ბალტიისა და შავი ზღვის პორტებიდან დაცურავს.

მანამდე, ივნისის შუა რიცხვებში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ნავთობტანკერი გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმაც დააკავა.

კომენტარები