აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - ტრამპი კიდევ ორ შტატში იმარჯვებს

Reuters

აშშ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ორი შტატი, მიჩიგანი და მისისიპი მოიგო. დემოკრატებიდან ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა მიჩიგანში, ხოლო ჰილარი კლინტონმა მისისიპიში.

აიდაჰოს პრაიმერიში რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა. ამ შტატში მხოლოდ რესპუბლიკელთა შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. ამას გარდა, ხმის მიცემის პროცესი კვლავ მიმდინარეობს ჰავაიზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გაირკვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატების ვინაობა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები